გადაიდება თუ არა საფეხბურთო მატჩი ყაზახეთთან? - "მთავარმა არხმა" გაარკვია, რომ ქართული მხარე წინააღმდეგია დაუშვას ჩარტერული რეისი იმ კომპანიისგან, რომლის თვითმფრინავით საფეხბურთო კლუბი "აკტობე" ქუთაისში უნდა ჩავიდეს.
სასაზღვრო დეპარტამენტმა ბორტს დაშვების უფლება, სავარაუდოდ, იმიტომ არ მისცა, რომ ყაზახურმა მხარემ სანქცირებული კომპანია აირჩია. თუმცა, ამას კლუბში არ ადასტურებენ.
ამას გარდა, საქართველოს ვიზა არ მისცეს ყაზახთა კოტ დივუარელ თავდამსხმელ ანდერსონ ნიანგბოს.
ამის მიუხედავად, ქუთაისის "ტორპედოსა" და "აკტობეს" მატჩი, სავარაუდოდ, არ ჩაიშლება, რადგან ყაზახური გუნდის ხელმძღვანელობა ალტერნატიულ გზებს ეძებს და დღეს საღამოს ქუთაისში ჩასვლას გეგმავს.
მატჩი ქუთაისში ხვალ, 21 საათზეა დაგეგმილი.