"აკტობეს" ქუთაისში რუსულის ნაცვლად, ყაზახური ავიაკომპანია ჩაიყვანს | სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადება

გამოქვეყნდა:

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ რუსულ ავიაკომპანიას ჩარტერული რეისის განხორციელების ნებართვა არ მისცა - ამის შესახებ მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი, სადაც აღნიშნულია, რომ საქმე ეხება საქართველოში საფეხბურთო კლუბ "აქტობეს" ჩამოფრენას. მათივე ინფორმაციით, რეისს ყაზახური ავიაკომპანია შეასრულებს.

საფეხბურთო კლუბ აქტობეს საქართველოში ჩამოფრენასთან დაკავშირებით, განვმარტავთ, რომ თავდაპირველი განაცხადის მიხედვით, ჩარტერული ფრენა უნდა განეხორციელებინა რუსულ ავიაკომპანიას (UVT AERO), რომელიც არის სანქცირებული და იმყოფება ევროკავშირის შავ სიაში. ამასთან საჰაერო ხომალდზე, რომლითაც დაგეგმილი იყო ფრენა დაწესებულია მწარმოებლის შეზღუდვა. შესაბამისად საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ აღნიშნულ ავიაკომპანიაზე ფრენის ნებართვა არ გასცა. 

ახალი განაცხადით, რეისს შეასრულებს ყაზახური ავიაკომპანია “SCAT Airlines”-ი, რომელზეც უმოკლეს ვადებში, მომართვიდან ორ საათში გაიცა ნებართვა სააგენტოს მიერ. გაცნობებთ, რომ ჩარტერული ფრენა შესრულდება ხვალ. რეისი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 08:45 საათზე ჩამოფრინდება, - წერს სააგენტო.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი