"20:00-ზე შევიკრიბოთ იქ, სადაც ოკუპანტებით სავსე კრუიზია" - ბათუმში აქციას აანონსებენ

გამოქვეყნდა:

სამოქალაქო აქტივისტები ბათუმში შეკრებას და ოკუპანტებით სავსე საკრუიზო გემის შემოსვლის გაპროტესტებას გეგმავენ. რამდენიმე ადგილობრივმა უკვე დაწერა ფეისბუქზე, რომ დღეს, საღამოს 20 საათზე სწორედ საკრუიზო გემთან შეიკრიბებიან:

"რუსების თარეში ამ ქვეყანაში არ გამოვა. 
სტაბილურ დისკომფორტში უნდა იყვნენ და იმ ამაზრზენი განცხადებებისთვის, რაც ჩვენს ქალაქში, ბათუმში გააკეთეს საკადრისი პასუხი მიიღონ!
ჩვენი ღირსების, ეროვნულობის, თავმოყვარეობის და პატრიოტიზმის გადათელვაში საკუთარ თავებს მოუმკით ძალიან ცუდს.
20:00-ზე შევიკრიბოთ იქ სადაც ოკუპანტებით სავსე კრუიზია. 
და გაიგონ, რომ ამ ქვეყანაში მათი ადგილი არასდროს იქნება.!" წერს ფეისბუქზე ცოტნე მირცხულავა.

ბათუმელებს აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს კიდევ ერთი აქტივისტი თაზო მახარაძე:

"ყურადღება!
ვიცი, ჩემი ფეისბუქ მეგობრების უმრავლესობა მუდმივად განიცდის და იბრძვის საქართველოს დღევანდელი რეალობის გამო...
ამიტომ, გთხოვთ, ვინც ამ პოსტს ხედავთ, ყველამ გაუზიაროთ ერთმანეთს და გააზიაროთ სადაც საჭიროდ ჩათვლით ყველგან!
გადაწყვეტილებას ვიღებ დამოუკიდებლად და არ ვფიქრობ რომ ამ ამბავს დიდი დაორგანიზება სჭირდება!
დღეს, სოჭიდან ბათუმში ჩამოვიდა რუსული საკრუიზო გემი, 800 ღორი ჩამოიყვანა!
ვაპირებ, საღამოს 20 საათზე გავიდე იმ ადგილას, სადაც ეს გემი იმყოფება! 
მარტოც რომ მომიწიოს დგომა, იქ ვიქნები...
ვისაც ქვეყნის პირველ და მთავარ პრობლემად საქართველოს ოკუპაცია და რუსიფიკაცია გგონიათ, მაშინ გამოდით გარეთ!" | წერს თაზო მახარაძე სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ,  საკრუიზო ლაინერი "ასტორია გრანდე", რომელსაც რუსეთიდან ტურისტები მოჰყავდა, ბათუმშია სოჭიდან, დილის 5 საათზე შემოვიდა. ტურისტებს სთავაზობენ ბათუმის ღირსშესანიშნაობების დათვალიერებასა და ადგილობრივი სამზარეულოს გასინჯვას.

"მთავარმა არხმა" რამდენიმე ტურისტი ჩაწერა. ისინი ამტკიცებენ, რომ კრემლი ოკუპანტი არაა და რომ აფხაზეთი ჩვენგან "გაათავისუფლეს".

იხილეთ:

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი