თბილისში, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, სადაც მოქალაქეები, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ბათუმში სოჭიდან საკრუიზო გემით რუსი ოკუპანტების შემოსვლას აპროტესტებენ, რუსეთის დროშა დაწვეს.
არა გარუსების პოლიტიკას! საქართველოს მთავრობას არ გაუვა გაარუსოს საქართველო და ქართველი ხალხი! - დაწერეს აქციის ორგანიზატორებმა.
აქციები თბილისსა და ბათუმში საკრუიზო ლაინერ "ასტორია გრანდეს" შემოსვლის გამო ჩაინიშნა. ქვეყანაში გემით 800-ზე მეტი რუსი ტურისტი შემოვიდა, რომლებიც არ აღიარებენ კრემლის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და ამტკიცებენ, რომ "აფხაზეთი საქართველოსგან გაათავისუფლეს".