ყაზბეგში საკარანტინე შეზღუდვები არ დაწესდება - გიორგი გახარია

გამოქვეყნდა:

ამ წუთებში საკოორდინაციო საბჭოს სხდომა მიმდინარეობს მთავრობის ადმინისტრაციაში. გიორგი გახარიამ სხდომის დაწყების წინ ეპიდვითარებაზე ისაუბრა. მისი თქმით, მესტიაში ამ დროისთვის ათასამდე ადამიანს ნიმუში კოვიდ 19-ზე. ნაწილის პასუხს დღეს ელოდებიან. რაც შეეხება ყაზბეგს, მან განაცხადა, რომ ამ ეტაპზე იქ შეზღუდვების დაწესების საჭიროება არ არის.

მან აღნიშნა, რომ რამდენიმე ინფიცირებულია შსს-ს თანამრომლებს შორის, რომლებიც მსახურობდნენ ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე. 

ვრცელდებოდა ჭორები სხვადასხვა მედიებში, რომ მთავრობა ყაზბეგში შეზღუდვების დაწესებას აპირებს, დღეს ყაზბეგში, ისევე როგორც ლარსის გამშვებ პუნქტზე ეპიდვითარება კონტროლდება და არავინ აპირებს ყაზბეგში შეზღუდვების დაწესებას, - განაცხადა გახარიამ.  

გახარიამ ისაუბრა სვანეთზეც და თქვა, რომ "მესტიის ვირუსის აფეთქებას ალბათ მივუსწარით, თუმცა სურათი სრულად ჯერ კიდევ არ გვაქვს. როგორც ვიცი, 1000 ტექსტია ჩამოტანილი, რისი პასუხებიც ჯერ არ გვაქვს. ამის პასუხი დღის ბოლოს გვეცოდინება და გვექნება სურათი, რა ხდება სვანეთში"

პრემიერის თქმით, გუშინ საკარანტინე ზონებიდან 919 ადამიანი იქნა გადაყვანილი სვანეთიდან, დღეის მდგომარეობით 7700 ადამიანია კარანტინში და მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი უწყებები, ეკონომიკის სამინისტრო და ტურიზმის სააგენტო ყველაფერს აკეთებს, მოქალაქეების დაბრუნების ზრდიდან გამომდინარე მაინც დაძაბული სიტუაციაა და ყველაფერი უნდა გაკეთდეს საკარანტინე სივრცეების ეფექტურად მართვის მიმართულებით. 

შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში კარანტინი 10 აგვისტოს გამოცხადდა. გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მას შემდეგ მიიღო, რაც მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 17 შემთხვევა დადასტურდა.

მესტიაში შესვლა და გამოსვლა შეზღუდულია, ადგილზე მუშაობას მხოლოდ ბანკები, სასურსათო მაღაზიები, აფთიაქები და კვების ის ობიექტები აგრძელებენ, რომლებსაც ღია სივრცე აქვთ. რეგიონში მობილიზებული არიან ეპიდემიოლოგების ჯგუფები, რომლებიც PCR ტესტირებას ჩაატარებენ.

პროტესტი გმირთა მოედანზე | "მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი