მესტიაში შეზღუდულია გადაადგილება - მოსახლეობას სურსათისა და მედიკამენტების მარაგი უთავდება

გამოქვეყნდა:

კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა მესტიაში 12-ით გაიზდა. დღეს, 12 აგვისტოს კიდევ 300-მდე ადამიანის ტესტის პასუხს ელოდებიან. ადგილზე ეპიდემიოლოგთა 14 ჯგუფი მუშაობს. ტესტირება ყველა მსურველს უტარდება.  მუნიციპალიტეტში ისევ საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს. რეგიონში შეზღუდულია შესვლა-გამოსვა და გადაადგილება სოფლებს შორის.

ადგილობრივების თქმით, სოფლებში უკვე სურსათისა და მედიკამენტების ნაკლებობის პრობლემა იქნება, რადგან მათ მანქანით გადაადგილების უფლება შეზღუდული აქვთ. ისინი ამბობენ, რომ გადაადგილების თვალსაზრისითაც მესტიაში ნაცნობობა მოქმედებს და შერჩევითობას აქვს ადგილი.

ჩვენს თვალწინ შერჩევითი გასვლები ხდებოდა, კი ბატონო, იმიტომ, რომ ვიღაცეები ჰყავდათ მზურნველი და მფარველო ზემოთ. ჩვეულებრივად გავიდნენ და გაიარეს, - ამბობს მანანა თაღლიანი.  

ნარგიზ ნიგურიანის თქმით კი, იმ მოედანზე, სადაც ხალხს ტესტირება უტარდება, წესები დაცული არ არის. 

მესტიაში არსებული სასტუმროების მფლობელებს აქვთ საშვები, რომლითაც შეუძლიათ სურსათის შესაძენად რეგიონი დატოვონ, თუმცა ისინი ვალდებული არიან ერთ დღეში დაბრუნდნენ, ამ შემთხვევაში კარანტინი არ შეეხებათ. 

შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში კარანტინი 10 აგვისტოს გამოცხადდა. გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მას შემდეგ მიიღო, რაც მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 17 შემთხვევა დადასტურდა.

მესტიაში შესვლა და გამოსვლა შეზღუდულია, ადგილზე მუშაობას მხოლოდ ბანკები, სასურსათო მაღაზიები, აფთიაქები და კვების ის ობიექტები აგრძელებენ, რომლებსაც ღია სივრცე აქვთ. რეგიონში მობილიზებული არიან ეპიდემიოლოგების ჯგუფები, რომლებიც PCR ტესტირებას ჩაატარებენ.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი