პუტინის პროპაგანდისტები საქართველოში არიან | ვინ იმყოფება რუსეთიდან ჩამოსულ "ვარსკვლავურ გემზე"

გამოქვეყნდა:

რუსულ საკრუიზო ლაინერში, "ასტორია გრანდე", რომელიც ბათუმის პორტში რამდენიმე წუთის წინ გაჩერდა, ოკუპანტი ქვეყნის 800-ზე მეტი მოქალაქე იმყოფება. მათ შორის უკრაინის ომისა და პუტინის მხარდამჭერი არტისტები არიან.

მათ შორისაა უკრაინის მიერ სანქცირებული მიტია ფომინი, რომელიც უკრაინაში ომის აქტიური მხარდამჭერია, ის არაერთხელ გამოსულა პუტინის მხარდამჭერ კონცერტზე. 2022 წელს უკრაინამ ფომინს ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა. მისი პოლიტიკის გამო, მას ლატვიაში შესვლაც ეკრძალება.

კრუიზზე ასევე ქართველი ძმების, ქართველი ძმების, ანდრეი და ვალერი ბერბიჭაძეების მიერ დაფუძნებული ჯგუფი "ტესტოსტერონია". ცნობილია, რომ გემზე ორივე ძმა იმყოფება. ისინი პუტინის მხარდამჭერები არიან. 27 ივლისს, ოლეგ გაზმანოვის შვილთან ერთად, ქართველი ძმები რუსეთის პრეზიდენტის მიერ დაორგანიზებულ კონცერტზეც კი გამოდიოდნენ.

კიდევ ერთი "ვარსკვლავი", რომელიც კრუიზზეა წარმოდგენილი, დიმიტრი კალდუნია. ის რუსეთში მოღვაწე ბელარუსი მომღერალია. 2018 წელს კალდუნმა მასშტაბური კონცერტი დონეცკის არაღიარებულ რესპუბლიკაში გამართა.

შეგახსენებთ, რომ რუსული "ვარსკვლავური კრუიზი" ბათუმის პორტში უკვე შემოვიდა. მას სამოქალაქო აქტივისტები, მოქალაქეები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები აქციით დახვდნენ. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი