შსს-ს ინფორმაციით, ბათუმში აქციაზე 9 პირი დააკავეს

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის პორტში მიმდინარე აქციაზე ჯამში 9 ადამიანი დააკავეს. მათ პოლიციელებისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას ედავებიან.

ბათუმში აქცია გრძელდება - საკრუიზო გემზე მყოფი რუსი ტურისტები და პუტინის პროპაგანდისტები ჯერჯერობით გემიდან არ ჩამოსულან. 

ადგილზე კვლავ შეკრებილი არიან სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. მათი თქმით, ისინი დაშლას არ აპირებენ, მანამ სანამ საკრუიზო ლაინერი გემს არ დატოვებს.

გარდა ამისა, მოქალაქეების თქმით, 19:00 საათზე დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით ბათუმში კიდევ ერთი აქცია იგეგმება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი