"რუსეთი მტერია და არა სტუმარი!" | პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს

გამოქვეყნდა:

"რუსეთი მტერია და არა სტუმარი!", - ამ სახელწოდებით საპროტესტო აქცია თბილისში, პარლამენტის წინ მიმდინარეობს. აქციის ორგანიზატორები მოძრაობა "ჯიუტი", "ტალღა" და სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ არიან. 

აქციას უერთდებიან სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები, რომლებიც რუსული საკრუიზო ლაინერით ბათუმში რუსების შემოსვლას აპროტესტებენ. 

ცნობისთვის, რუსული ლაინერი ბათუმის პორტში 31 ივლისს, გამთენიას შემოვიდა. ცნობილია, რომ გემზე იმყოფებოდნენ ომისა და პუტინის მხარდამჭერი რუსი არტისტები. მოქალაქეები გემის შემოსვლას პროტესტით დახვდნენ. 

რუსებმა ლაინერი დატოვეს, ისინი პოლიციამ რუსი ტურისტები ტერიტორიიდან მიკროავტობუსით გაიყვანა. პროტესტის ნიშნად, მოქალაქეებმა ავტობუსს ბოთლები და კვერცხები დაუშინეს. 

როგორც "მთავარ არხს" შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, პოლიციამ აქციის მიმდინარეობისას ჯამში 23 პირი დააკავა. მათი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.

საკრუიზო ლაინერი Astoria Grande პირველად საქართველოში 27 ივლისს შემოვიდა. გემზე 800-ზე მეტი რუსი ტურისტი იმყოფებოდა, რომლებსაც ოკუპაციის კანონი დარღვეული აქვთ. ბათუმის პორტში საკრუიზო გემის ჩამოსვლას მოქალაქეები მაშინაც პროტესტით დახვდნენ. 

"მთავარი არხის" ინფორმაციით, კომპანია, რომელიც საკრუიზო ლაინერ Astoria Grande-ს ფლობს, აშშ-სა და უკრაინის მიერაა სანქცირებული.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი