"მთავარი არხის" ინფორმაციით, კომპანია, რომელიც საკრუიზო ლაინერ Astoria Grande-ს ფლობს, აშშ-სა და უკრაინის მიერაა სანქცირებული. კომპანია SOVFRACHT მფლობელი დიმიტრი პურიმია და რუსული "როსნეფტის" ერთ-ერთი შვილობილი კომპანიაა.
როგორც რუსული მედია 2021 წელს წერდა, ამ საკრუიზო გემის მართვის უფლება გადაცემული აქვს რუსულ კომპანიას. სწორედ მისი ოჯახის მფლობელობაში არსებული კომპანიები აკონტროლებენ რუსეთში საკრუიზო ლაინერებსა და მათ მიმოსვლას.
საკრუიზო გემი პირველად საქართველოში 27 ივლისს შემოვიდა. გემზე 800-ზე მეტი რუსი ტურისტი იმყოფებოდა, რომლებსაც ოკუპაციის კანონი დარღვეული აქვთ. ბათუმის პორტში მოქალაქეები საკრუიზო გემის ჩამოსვლას მოქალაქეები პროტესტით დახვდნენ. 31 ივლისს საკრუიზო გემი სოჭიდან კიდევ ერთხელ გამოვა და ბათუმში გაჩერდება. ამჯერად საქართველოში უკრაინის ომისა და პუტინის მხარდამჭერი აპირებენ ჩამოსვლას. 31 ივლისს მოქალაქეები ბათუმში აქციას აანონსებენ.
ავტორი: ზურა პეტროსიანი