"დროას" წევრ გენრი დოლიძეს ბათუმის სამმართველოს უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ სცემა, - ამის შესახებ ინფორმაციას პარტია "დროა" ავრცელებს.
ცნობილია პოლიციელის ვინაობა, რომელმაც გენრი დოლიძეს სცემა.
ირაკლი დგებუაძე ბათუმის სამმართველოს უფროსია.
ადვოკატის თქმით, დგებუაძემ მიწაზე დაგდებულ გენრი დოლიძეს მას მერე მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რაც გაარკვია მისი ვინაობა, - წერს "დროა".
ცნობისთვის, 31 ივლისს ბათუმის პორტში გამართულ აქციაზე პოლიციამ ჯამში 23 პირი დააკავა. მოქალაქეები ბათუმში საკრუიზო ლაინერით რუსი ტურისტების, მათ შორის პუტინის მხარდამჭერი არტისტების შემოსვლას აპროტესტებდნენ.