პარტია "დროას" ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გენრი დოლიძე, რომელსაც გუშინდელ აქციაზე დააკავებისას ფიზიკურად გასუწორდნენ, ბათუმის სასამართლოში გადაჰყავთ. "დროას" ცნობით, სენაკის დროებითი დაკავების იზოლატორიდან გამოსულმა მანქანაში ჩაჯდომამდე, კითხვაზე, ვინ იყო პოლიციელი, რომელმაც მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, თქვა: "ქართულმა პოლიციამ მცემა რუსული ჩექმით. არ ვიცი რომელმა, მაგრამ ამოვიცნობ!"
ადვოკატის ინფორმაციით, გენრი დოლიძე ამბობს, რომ მას ფიზიკურად პოლიციის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი გაუსწორდა. აღენიშნება დაზიანებები სახესა და სხეულზე. პარტია "დროას" წევრს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ედავებიან.