ბათუმის აქციაზე დაკავებული უკრაინის მოქალაქე, მარინა ჩობანიანი თავისუფალია

გამოქვეყნდა:

ბათუმის საპროტესტო აქციაზე დაკავებული უკრაინის მოქალაქე, მარინა ჩობანიანი თავისუფალია. მისი სასამართლო პროცესი გადაიდო და 7 აგვისტოს გაიმართება. მის უფლებებს, სხვა 6 დაკავებულთან ერთად, საიას წარმომადგენელი იცავს. 

სასამართლო უკრაინის მოქალაქეს ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხცულიგნობა) და 173-ე (პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლების დარღვევას ედავება. თავად ჩობანიანი თავს დამნაშავედ არ თვლის და ამბობს, რომ საპროტესტო აქციაზე გზის სავალ ნაწილზე ყოფნისას დააკავეს, როცა ის ტელეფონზე საუბრობდა. 

შეგახსენებთ, 31 ივლისს ბათუმში შემოსული საკრუიზო ლაინერის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე უკრაინის მოქალაქე ძალის გამოყენებით დააკავეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი