ქართველი მწერლები, მთარგმნელები და გამომცემლები გენრი დოლიძეს მხარდაჭერას უცხადებენ

გამოქვეყნდა:

ქართველი მწერლები, მთარგმნელები და გამომცემლები გენრი დოლიძეს მხარდაჭერას უცხადებენ. 

გავრცელებულ განცხადებაში ისინი წერენ, რომ დოლიძე მოძალადე პოლიციური სისტემის კიდევ ერთი მსხვერპლია, რომელიც მაშინ დააკავეს, როცა  ოკუპაციის კანონდამრღვევი რუსი ტურისტებით სავსე გემის ბათუმში შემოსვლას აპროტესტებდა.

"პოეტი გენრი დოლიძე მოძალადე პოლიციური სისტემის კიდევ ერთი მსხვერპლია. ის დააკავეს მაშინ, როცა ოკუპაციის კანონდამრღვევი რუსი ტურისტებით სავსე გემის ბათუმში შემოსვლას აპროტესტებდა.

პოლიციამ უკვე არაერთხელ აირჩია ქართველი მწერლების მიმართ სასტიკი და ღირსების შემლახავი მოპყრობის ფორმები. ამ შემთხვევაში, როგორ ჩანს, პოლიციელები განსაკუთრებით გააღიზიანა გენრი დოლიძის ბოლოდროინდელმა სამოქალაქო აქტივობამაც.

ქართველი მწერლები, მთარგმნელები და გამომცემლები ვგმობთ გენრი დოლიძის სასტიკად ცემის ფაქტს (რამდენიმე სახის დაზიანება უკვე ექსპერტიზის მიერაა დადასტურებული) და მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, უსწრაფესად გამოიძიოს ეს საქმე და მკაცრად დასაჯოს მოძალადეები", - ნათქვამია მიმართვაში, რომელსაც ხელს 74 ადამიანი აწერს.

გენრი დოლიძე 31 ივლისს ბათუმში გამართულ აქციაზე დააკავეს. დოლიძის თქმით, დაკავებისას პოლიციელები მას ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი