შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების შესაბამისად, 1-ელი აგვისტოდან საქართველოდან აიკრძალა აშშ-დან შემოყვანილი მანქანების რეექსპორტი რუსეთსა და ბელარუსში.
მათივე ცნობით, 26 სექტემბრიდან იკრძალება ევროკავშირიდან შემოყვანილი მანქანების რეექსპორტი რუსეთსა და ბელარუსში.
„1-ელი აგვისტოდან იკრძალება საქართველოს ტერიტორიიდან მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატებიდან შემოყვანილი მანქანების რეექსპორტი/ექსპორტი რუსეთსა და ბელარუსში. ხოლო 26 სექტემბრიდან იკრძალება საქართველოს ტერიტორიიდან მხოლოდ ევროკავშირიდან შემოყვანილი მანქანების რეექსპორტი/ექსპორტი რუსეთში და ბელარუსში, როგორც ამას ითვალისწინებს დაწესებული სანქციების მე-11 პაკეტი“, აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.