რუსი პროპაგანდისტი სანქცირებული ჟურნალისტი ოლგა სკაბეევა ბათუმის პორტში გამართულ აქციას გამოეხმაურა და რუსეთის მოქალაქეებს მიმართა.
"რუსებო, რატომ დადიხართ საქართველოში, მიგაქვთ თქვენი ფული? ამდენი შეურაცხყოფა, ამდენი სიბინძურე... და რატომღაც ისინი აგრძელებენ ამ დანაშაულებრივი რეჟიმის დაფინანსებას", - თქვა ოლგა სკაბეევა.
31 ივლისს გამთენიისას ბათუმის პორტში რუსული ლაინერი შემოვიდა, რომელმაც ქვეყენაში რუსი ტურისტები შემოიყვანა. არსებული ინფორმაციით, გემზე იმყოფებოდნენ ომისა და პუტინის მხარდამჭერი არტისტებიც. მოქალაქეები გემის შემოსვლას პროტესტით დახვდნენ. აქცია 30 ივლისს ღამით დაიწყო და მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდა. ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. საერთო ჯამში აქციაზე 23 პირი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს. მათი ნაწილი უკვე გათავისუფლებულია.
ლაინერმა ბათუმის პორტი პროტესტის ფონზე, დაგეგმილზე ორი საათით ადრე 20:00 საათზე დატოვა. გარდა ამისა, საკრუიზო ლაინერმა Astoria Grande-მ შემდეგი რეისების მარშრუტიდან ბათუმი ამოიღო. მანამდე ცნობილი იყო, რომ ლაინერი ბათუმის პორტში ყოველ ორ კვირაში ერთხელ უნდა შემოსულიყო, თუმცა რეისების შესახებ საიტზე ინფორმაცია აღარ იგეგმება.