ონის მერის ინფორმაციით, შოვში მეწყერის შედეგად რამდენიმე კოტეჯი წაღებულია, თუმცა რამდენად იყვნენ იქ მოქალაქეები, ამაზე სერგო ხიდეშელი ვერაფერს ამბობს.
"რამდენიმე კოტეჯი წაღებულია, თუმცა რამდენად იყვნენ იქ მოქალაქეები, ვერ მოგახსენებთ. ადგილზე მობილიზებულები არიან შესაბამისი სამსახურები, მათ შორის სამაშველო სამსახურის ხელმძღვანელი, სამაშველო სამსახურის თანამშრომლები, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები, შსს-ს დანაყოფები - განუცხადა სერგო ხიდეშელმა პირველ არხს.
მისივე ცნობით, შოვიდან მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყო.