სტიქიის ზონიდან 40-მდე მოქალაქეა გამოყვანილი - შსს

გამოქვეყნდა:

შსს-ს პრესსამსახურის განახლებული ინფორმაციით, შოვში, სტიქიის ზონიდან უკვე 40- მდე მოქალაქეა გამოყვანილი, მათ შორის ბავშვები.

სამაშველო ოპერაცია და ევაკუაცია ამ დრომდე გრძელდება.

შეგახსენებთ, შოვში, სასტუმრო "სანსეტ შოვის" ტერიტორიაზე რამდენიმე საათის წინ მეწყერი ჩამოწვა. შსს-მ ადგილზე 2 ვერტმფრენი გაგზავნა.

თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, დამეწყრილ ზონაში 16 ადამიანი იმყოფებოდა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ სასტუმრო სანსეტ შოვში 40-მდე დამსვენებლი იყო.  

"სანსეტში იმ მომენტში ვიყავით 38 ადამიანი. გვერდით სახლები იყო და ყველაფერი წაიღო მიწამ, მაგრამ იძახიან რომ გადარჩნენო, ვიცი, რომ კიდევ ეძებენ ადამიანს" - უთხრა ერთ-ერთმა დამსვენებელმა "მთავარს"

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი