შოვში დასახმარებლად მოხალისე-მაშველთა ჯგუფი მიემგზავრება

გამოქვეყნდა:

თბილისიდან რაჭისკენ მოხალისე მაშველითა ჯგუფი მიემგზავრება. ჯგუფის შემადგენლობაში ალპინისტები და ექიმებიც იმყოფებიან და ისინი შეცდებიან საკუთარი ძალებითა და რესურსით დახმარება გაუწიონ ადგილზე მყოფ სამაშველო სამსახურებს:

"მივდივართ, რომ მაშველებს და ხალხს გვერდში დავუდგეთ წესების დაცვით, მივდივართ მოხალისეებად. შეიძლება დახმარება დასჭირდეთ. რაც გვაქვს ტექნიკა ჩალაგებული და გამზადებული გვაქვს. " ამბობს "ღამის მთავარის" პირდაპირ ეთერში, მოხალისე-მაშველი ირაკლი საბანაძე 

შოვში, სტიქიის ზონაში სამაშველო სამუშაოები ამჟამადაც გრძელდება. ინფრასტრუქტურის მინისტრის ინფორმაციით, სამაშველო ოპერაციაში 400 მაშველია ჩართული. დაკარგულად ითვლება 50-მდე ადამიანი, თუმცა ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციით, მაშველებმა ტყეში რამდენიმე მოქალაქე იპოვეს, რომელთა სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი