ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, თავდაპირველად საუბარი იყო 50 დაკარგულ პირზე, თუმცა ცოტა ხნის წინ, სამაშველო სამსახურის თანამშრომლები ექვს მათგანს დაუკავშირდნენ
"არიან ადამიანები რომლებსაც ვერ ვუკავშირდებით, დაახლოებით 50-მდე ადამიანი იყო, თუმცა უახლესი ინფორმაცია არის ის, რომ 6 ადამიანი ვისაც ვერ ვკავშირდებოდით უკვე კავშირზეა და უსაფრთხოდ არიან და ეს პროცესი გრძელდება, გამომდინარე იქიდან, რომ მიუხედავად ღამისა, 150 მაშველი იმყოფება უშუალოდ სტიქიის არეალში" აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.