შოვში სტიქიის ზონიდან 80-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. რამდენიმე მათგანი სასაზღვრო ვერტმფრენმა უსაფრთხო ადგილას ცოტა ხნის წინ გადაიყვანა. სამაშველო ოპერაციები გრძელდება.
როგორც ევაკუირებულები ამბობენ, შოვშიუ ვითარება მძიმეა, ათობით ადამიანი ევაკუაციას ისევ ელოდება.
"3 წუთით გადავასწარით იმ ხიდს რომელიც ყველამ ნახეთ როგორ წაიღო. მე პირადად ზემოდან ვუყურე როგორ ჩამოიშალა ეს. საშინელი ბუღი ამოვარდა და დიდხანს გაგრძელდა. ალბათ, 50 ადამიანია, ვინც ელოდება ვერტმფრენებს. ვიცი, რომ ბანაკები იყო ჩვენს ზემოთ. ჩემი გავლისას იქ უამრავი ქალი და ბავშვი იყო, იმ ნაძვნარში, რომელიც აღარ არსებობს, ძალიან ბევრი ბავშვი იყო", - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.
რაჭაში მეწყერი გუშინ, 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ მონაცემებით, შსს-ს ინფორმაციით, ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამაშველო ღონისძიების შედეგად, 2 პირის ცხედარი იპოვეს. ამ დროისთვის 50 ადამიანი დაკარგულად ითვლება.