ვერტმფრენმა 9 რეისი განახორციელა, 140 მოქალაქე უსაფრთხო ადგილზეა - შსს

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსის, ქეთი კოვზიაშვილის ინფორმაციით, ამ დროისთვის რაჭაში, სტიქიის ზონიდან ვერტმფრენის 9 რეისი განხორციელდა, რომელმაც 140 მოქალაქის ევაკუაცია განახორციელა.

80-ზე მეტი ადამიანი სტიქიის ზონიდან დღეს დილით გამოიყვანეს. არსებული ინფორმაციით,  ადგილზე ათეულობით მოქალაქე რჩება. სამაშველო ოპერაციები გრძელდება.

სამაშველო ოპერაცია დილიდან განახლდა - მუშაობა განაახლეს ვერტმფრენებმაც, რომლებმაც ღამით შეზღუდული ხილვადობის გამო, ვეღარ შეძლეს სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობა. 

50 ადამიანთან დაკავშირება კვლავ ვერ ხერხდება.

დაშავებულებისა და დაღუპულების შესახებ განახლებული ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. ამ დროის მონაცემებით, რაჭაში სტიქიას 2 ადამიანი ემსხვერპლა.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი