სადაც კოტეჯები იყო იქ ფაქტობრივად არაფერია, არის ფრაგმენტები სადაც ვერ მივედით, ხდება მძიმე ტექნიკის შეყვანა - მღებრიშვილი

გამოქვეყნდა:

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორის, თემურ მღებრიშვილის განცხადებით, შოვში, კოტეჯების დასახლებაში "ფაქტობრივად აღარაფერი აღარ არის".

მისივე თქმით, დარჩენილი არის კოტეჯების დასახლების ნაწილი, სადაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები ამ დრომდე ვერ ახერხებენ მისვლას.

"ამ დროისთვის, სამწუხაროდ 2 ცხედრის პოვნა უნდა დავადასტუროთ. მიმდინარეობს ძებნა-შველის ღონისძიება, როგორც მოგახსენეთ. ცოცხალი ძალა, მიწის მასა ძალიან დიდ ტერიტორიაზეა გაშლილი და აქედან გამომდინარე ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად ფრთხილად ვიმუშაოთ, შესულია ტექნიკა, ყველა ტექნიკაზე მობილიზებულია მეხანძრე-მაშველი, რათა მეტი ყურადღება მიაქციონ სამუშაოებს, რომ ცხედრის აღმოჩენის შემთხვევაში არ მოხდეს დაზიანება.

 

გარდა ამისა, მდინარის კალაპოტის ორივე მხრიდან მეხანძრე-მაშველების მიერ და ამ ძებნა-შველის ღონისძიებასთან დაკავშირებით დამატებით მოგვიანებით მოგახსენებთ. დილიდან 7-ის ნახევრიდან დავიწყეთ ვერტმფრენებით იმ ადამიანების გამოყვანა, რომლებიც გუშინ ჩვენ მობილიზებული გვყავდა უსაფრთხო ადგილებში, დღეს გამოვიყვანეთ 140 ადამიანი და დანარჩენი, ეპიცენტრში აბსოლუტურად ყველგან შესულები ვართ.

კოტეჯებზე გეტყვით, რომ სადაც კოტეჯები არსებობდა იქ ფაქტობრივად არაფერი აღარ არის, არის კოტეჯების ფრაგმენტები, სადაც ჯერჯერობით ვერ მივედით იმ ადგილებამდე, იქიდან გამომდინარე რომ იქ ძალიან სქელი ფენა არის, რადგან იფლობიან ჩვენი მაშველები, ამიტომ ხდება იქ ტექნიკის შეყვანა, რომ გზა გაიჭრას და შევიდეთ", - თქვა თემურ მღებრიშვილმა. 

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი