მსგავსი მასშტაბის სტიქია მოსალოდნელი აღარ არის, განმეორების საფრთხე არ არსებობს - გეოლოგი

გამოქვეყნდა:

გეოლოგ მერაბ გაფრინადაშვილის განცხადებით, შოვში სტიქიის განმეორების საფრთხე აღარ არსებობს. როგორც გაფრინდაშვილი ამბობს, დასავლეთ საქართველოში მსგავსი მასშტაბის სტიქიას ადგილი არასდროს არ ჰქონია. 

მისივე თქმით, სტიქიის დროს რაჭაში 5 მილიონზე მეტი კუბური მეტრი მყარი მასა მოვიდა დინამიკაში.

"მიმდინარე წლის 3 აგვისტოს, დღის მეორე ნახევარში ადგილი ჰქონდა გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების სინერგიზმს, თანხვედრას. ერთი და იგივე დროს, ერთი და იგივე ლოკაციაზე, კერძოდ, მიმდინარეობს ინტენსიური მყინვარის დნობა. ორი მყინვარია ამ მდინარეების სათავეებში. ამას თან დაერთვა უხვი ატმოსფერული ნალექი, რომელმაც დინამიკაში მოიყვანა როგორც ხეობაში არსებული მყარი ნატანი, ასევე ადგილი ჰქონდა ლაპირების გარეცხვას, მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურებას და ყველაფერი ეს გადაიზარდა ღვარცოფში. შედეგად მივიღეთ ის, რაც თქვენთვის ცნობილია.

დასავლეთ საქართველოში მსგავს სტიქიას ადგილი არასოდეს არ ჰქონია. არამარტო ამ ხეობაში, თუ არ ჩავთვლით 1991 წლის 29 აპრილის მიწისძვრას რაჭა-იმერეთის ზონაში.

ჩვენი ვარაუდით, 5 მილიონზე მეტი კუბური მეტრი მყარი მასა მოვიდა დინამიკაში. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გეოლოგები სულ უმოკლეს ზონაში მივიდნენ სტიქიის ზონაში და ჩაერთნენ სამუშაოებში. ექვსი ჯგუფი არის გასული... დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, მსგავსი მასშტაბის სტიქია მოსალოდნელი აღარ არის... განმეორების საფრთხე არ არსებობს", - ამბობს გეოლოგი მერაბ გაფრინადაშვილი

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი