გუშინდელი და დღევანდელი დღის ჩათვლით, სტიქიის ზონიდან სულ გადმოყვანილია 210 ადამიანი - გუბერნატორი

გამოქვეყნდა:

რაჭაში, სტიქიის ზონიდან უსაფრთხო ტერიტორიაზე მაშველებმა ორი დღის განმავლობაში 210 ადამიანი გამოიყვანეს, - ამის შესახებ განცხადება რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორმა, პაპუნა მარგველაძემ გააკეთა. 

როგორც გუბერნატორი ამბობს, გამოყვანილი ადამიანების ნაწილმა ონის მუნიციპალიტეტი უკვე დატოვა. 

"მთელი ღამის განმავლობაში სამძებრო და სამაშველო სამუშაოები გრძელდებოდა. ასევე არ შეწყვეტილა შტაბის მუშაობა, ყველა აქ, ადგილზე ვიყავით და ვიღებდით ინფორმაციებს და რეაგირება ჩვენი მხრიდან შესაბამისად ხდებოდა. დღეს, უკვე ამ პერიოდისთვის ვერტმფრენმა 9 რეისი შეასრულა, 140 ადამიანი გადმოიყვანა. გუშინდელი და დღევანდელი დღის ჩათვლით სულ გადმოყვანილია 210 ადამიანი, როლებიც სხვადასხვა ადგილას არიან განთავსებულნი. ნაწილმა ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორია უკვე დატოვა და წასულები არიან სახლებში. პერიოდულად, რამდენიც გადმოვა ადგილზე ვანაწილებთ სხვადასხვა ოჯახებში, სასტუმროებში და ყურადღების ქვეშ გვყავს", - განაცხადა პაპუნა მარგველიძემ.

შეგახსენებთ, რომ შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის 2 ადამიანის გარდაცვალება დასტურდება. კონტაქტი ვერ მყარდება 35 ადამიანთან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი