საქართველოში უკრაინის საელჩო რაჭაში, შოვში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
"უკრაინის საელჩო საქართველოში უსამძიმრებს მოძმე ქართველს ხალხს და გულწრფელ მწუხარებას გამოთქვამს რაჭის მთიან რეგიონში, კურორტ შოვში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად ადამიანების ტრაგიკულად დაღუპვის გამო. სამძიმარს ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახებს. მწუხარებით თავს ვიხრით მათ წინაშე", - წერს უკრაინის საელჩო საქართველოში.
ამ დროისთვის დადასტურებული ინფორმაციით, სტიქიას რაჭაში 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 30-ზე მეტ ადამიანს კი ამ დრომდე ეძებენ. სამძებრო-სამუშაოებში ჩართულია 400-მდე მაშველი, ორი ვერტმფრენი, პროცესში ჩაერთვება ჯარიც.
მეწყერი რაჭაში, შოვის კურორტზე გუშინ, 3 აგვისტოს ჩამოწვა.