შოვში, სტიქიის ზონაში ჯარის შეყვანა დაიწყო

გამოქვეყნდა:

სტიქიის ზონაში ჯარის შეყვანა დაიწყო. სამხედროები სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში მიიღებენ მონაწილეობას. გადაწყვეტილება ამის თაობაზე დღეს, ონში ჩასულმა ხელისუფლების პირველმა პირებმა მიიღეს. ადგილზე იმყოფებოდა თავდაცვის მინისტრი, რომელმაც განაცხადა, რომ სამხედროები სტიქიის ზონაში შესაბამისი აღჭურვილობითა და ტექნიკით ჩავლენ.

შეგახსენებთ, შოვში სამძებრო სამუშაოებში 400 მაშველი და მოხალისეები არიან ჩართული. ამ დროისათვის 25 ადამიანი ითვლება დაკარგულად, რომლებსაც ვერ უკავშირდებიან. მათ შორის, ბავშვებიც. 

დაღუპულია 11. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი