შოვში, სტიქიის ზონაში, გზის გაწმენდითი და დროებითი ხიდის მონტაჟის სამუშაოები მიმდინარეობს

გამოქვეყნდა:

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, რაჭის სტიქიის ზონაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება - მიმდინარეობს  გზის წმენდის, აღდგენისა და დროებითი ხიდის მონტაჟის სამუშაოები. 

შეგახსენებთ, რომ შოვში დღეს დილიდან ავიაციამ მუშაობა განაახლა. ადგილზე მუშაობას აგრძელებს სპეციალური ტექნიკაც. სტიქიის ზონაში სამაშველო ღონისძიებები მესამე დღეა გრძელდება.

3 აგვისტოს შოვში მეწყერი ჩამოწვა, რასაც11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 25-მდე ადამიანს კი ამ დრომდე ეძებენ. სტიქიის ზონიდან უსაფრთხო ადგილას სულ 210 ადამიანია გაყვანილი. სამძებრო-სამუშაოებში ჩართულია 400-მდე მაშველი, ორი ვერტმფრენი, პროცესში ჩაერთო ჯარიც. შოვში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი - 598 913 089.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი