შოვში, სტიქიის ზონაში დაკარგული სალომე ხეთაგურის გარდაცვალება დადასტურდა - ცნობილია, რომ მისი ცხედარი ოჯახის წევრებმა ქუთაისის პროზექტურაში ამოიცნეს.
შეგახსენებთ, რაჭაში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის დადასტურებული მონაცემებით, შოვის სტიქიას 27 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 24 იდენტიფიცირებულია. ეძებენ მინიმუმ 7 ადამიანს. დაკარგულებსა და დაღუპულებს შორის არიან ბავშვები. სტიქიის ზონიდან, ჯამში 210 ადამიანია ევაკუირებული. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლითაა დაწყებული.