შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ ერთი, მე-15 ადამიანის ცხედარი იპოვეს.
ადგილზე სამძებრო სამუშაოები გრძელდება - მაშველები 20-ზე მეტ ადამიანს ეძებენ. ადგილზე მობილიზებულია 400-მდე მაშველი, პროცესში ჩართულია ორი ვერტმფრენი და თავდაცვის უწყების წარმომადგენლები. სტიქიის ზონიდან უსაფრთხო ადგილას სულ 200-ზე მეტი ადამიანია გაიყვანეს.
შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა.