სტიქია შოვში - რა ვიცით ამ დროისთვის [განახლებადი]

გამოქვეყნდა:

რაჭაში, შოვში სამძებრო სამაშველო სამუშაოები გრძელდება. შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა, სტიქიას ადგილზე მსხვერპლი მოჰყვა, მაშველები დაკარგულ ადამიანებს ამ დრომდე ეძებენ. 

რა ვიცით ამ დროისთვის? - "მთავარი არხის" ვებგვერდი სტიქიის ზონიდან ახალ ამბებს პერიოდილად განაახლებს.

11 აგვისტო 12:00 საათი - შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ნაპოვნია ასევე კიდევ ერთხი ცხედრის ქვედა კიდური.

10 აგვისტო  14:32 - შოვში, სტიქიის შედეგად დაკარგულად უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე ჩაითვალა | მღებრიშვილი

10 აგვისტო  12:30  დაღუპული 21 პირიდან, ამ ეტაპზე, 19 იდენტიფიცირებულია 

10 აგვისტო  12:27  მღებრიშვილის თქმით,  ერთი კვირა საკმარისი დროა, რომ ადამიანმა მისი ახლობელი მოიკითხოს -შოვში 12 პირს ეძებენ

9 აგვისტო 14:00 საათი - შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა.

9 აგვისტო 11:00 საათი - შოვში კიდევ ერთი გარდაცვლილის ცხედარი იპოვეს. დაღუპულთა რაოდენობა 20-მდე გაიზარდა.

9 აგვისტო 10:00 საათი - ოჯახმა დაადასტურა, რომ შოვში გარდაცვლილთა შორისაა გენადი სულთანიშვილი. სოფელ გლოლის მკვიდრი, კოტეჯების სასადილოს მზარეულად მუშაობდა. დაღუპულო იყო ანსამბლ "ბუბას" წევრი.

8 აგვისტო - ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ განმარტა, რომ პირი, რომელიც დაკარგულთა სიიდან ამოიღეს, შოვში საერთოდ არ ყოფილა.

8 აგვისტო 21:00 შოვში, დაკარგულთა სიაში მყოფი ერთ-ერთი პირი ცოცხალია და ამჟამად სტიქიის ზონაში არ იმყოფება 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, თემურ მღებრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ზურაბ ბიბილეიშვილი კონტაქტზე თავად გამოვიდა. 

8 აგვისტო 12:07 შოვში კიდევ ერთი ქალის ცხედარი იპოვეს - ნაპოვნია, ასევე, ცალკეული ცხედრის ფრაგმენტი

7 აგვისტო 17:06 ანსამბლ "ბუბას"წევრი უშუალოდ სტიქიის ეპიცენტრში მოყვა - ოჯახი კიდევ ერთი დაკარგულის შესახებ იტყობინება

7 აგვისტო  14:00 გარდაიცვალა პოლიციის მაიორი, რომელიც სტიქიის ზონაში საზოგადოებრივ წესრიგს იცავდა 

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დაიღუპა ამბროლაურის რაიონული სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების გამომძიებელი,  მირიან ჭელიძე, რომელიც შოვში სტიქიური უბედურების ზონაში  საზოგადოებრივ წესრიგს იცავდა. უწყება ამბობს, რომ ის შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში მიყვანამდე გზაში გარდაიცვალა.
 

7 აგვისტო 12:26  შოვში სტიქიას მეგი და გიგი გუტაშვილები ემსხვერპლნენ 
მეგი და გიგი გუტაშვილების გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას  ოჯახის ახლობლები ავრცელებენ. 

7 აგვისტო 09:43  შოვში დაღუპული 18  ადამიანიდან 14 იდენტიფიცირებულია
ონის მერის, სერგო ხიდეშელის ინფორმაციით, ამ ეტაპზე შოვში დაღუპული 18 პირიდან 14 იდენტიფიცირებულია. ამ დრომდე ეძებენ 16 ადამიანს.

6 აგვისტო 21:00:  გარემოს ეროვნული სააგენტო რაჭაში განვითარებული მოვლენების შესახებ წინასწარ დასკვნას აქვეყნებს და აცხადებს, რომ ტიქიური მოვლენები იმდენად სწრაფად განვითარდა, რომ ტრაგედიის თავიდან აცილება შეუძლებელი იყო;

6 აგვისტო: 19:40სტიქიის ზონაში დაკარგული გიორგი ყარალაშვილების გარდაცვალება დადასტურდა

6 აგვისტო: 15:38 შოვში, სტიქიის შედეგად 7 წლის ლუკა დუდაშვილის გარდაცვალება დადასტურდა

ლუკა დუდაშვილის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ოჯახის ახლობელი ადასტურებს.

6 აგვისტო 15:31 არსებული ინფორმაციით, შოვში 60 წლის მარინა ხორბალაძის ცხედარიც ამოიცნეს

6 აგვისტო 15:10 შოვში, სტიქიის შედეგად დაღუპულთაგან ერთ-ერთი სამირა ისაევაა

სამირა ისაევას გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მისმა ძმამ "ინფო რუსთავს"  დაუდასტურა. ძმის თქმით, ახალგაზრდა ქალი დღეს დილას მამამ ამოიცნო.
 
6 აგვისტო - 13:25 შოვში დაღუპულთა შორის არასრულწლოვნებიც არიან

​თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ დაადასტურა, რომ შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა შორის რამდენიმე არასრულწლოვანის ცხედარიც იპოვეს. თუმცა, რაოდენობა ან ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.

6 აგვისტო - 12:35  შოვში დაღუპული 18  ადამიანიდან 12 იდენტიფიცირებულია

 დროისთვის, რაჭაში, სტიქიის ზონაში 18 ადამიანის ცხედარი იპოვეს, მათგან 12 იდენტიფიცირებულია. 16  ადამიანის ძებნა გრძელდება.. 

6 აგვისტო -  11:44  შოვში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს 

ამ დროისთვის არსებული ოფიციალური ინფორმაციით, შოვში სტიქიას 18 ადამიანი ემსხვერპლა. 20-მდე ადამიანს ისევ ეძებენ. 


6 აგვისტო - 10:57  შოვში, სტიქიის შედეგად დაღუპულთაგან ერთ-ერთი დავით ბერიაშვილია

დავით ბერიაშვილის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება და ნათქვამია, რომ ცხედარი დედამ ამოიცნო.

6 აგვისტო -  10:00  სტიქიის ზონაში სამაშველო ღონისძიება მთელი ღამის განმავლობაში სპეციალური განათებების საშუალებით მიმდინარეობდა

შოვში, სტიქიის ზონაში, მთელი ღამის განმავლობაში, სპეციალური განათებებით, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა ძებნა-შველის ღონისძიება.მაშველების მიერ ამ დროისთვის 17 ცხედარია ნაპოვნი.


5 აგვისტო - 23:33  შოვში ძებნა-შველის ოპერაცია მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შოვში, სტიქიის ზონაში ძებნის ოპერაცია სპეციალური განათებების საშუალებით მიმდინარეობს. მაშველები 19 ადამიანს ეძებენ.

5 აგვისტო - 21:54  ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, შოვში დაკარგულებს შორის 7-8 ბავშვია

"მიუხედავად ამ რთული პირობებისა, ვცდილობთ, მაქსიმალურად ჩართული იყოს მძიმე ტექნიკა და იქნებ ადამიანების ამოყვანის ყველა ის შესაძლებლობა მაქსიმალურად გამოვიყენოთ. ცხედრების ამოცნობასთან დაკავშირებით პრობლემა არის, რადგან დღის განმავლობაში ზოგიერთი ცხედრის სხავდასხვა ნაწილები იქნა აღმოჩენილი და იქ სხვადასხვა ეტაპებია გასავლელია. იქ ერთ-ერთი დნმ-ის ანალიზია, რომლითაც უნდა დადგინდეს ესა თუ ის ცხედარი ვის ეკუთხვნის. ასეთი დასახიჩრებული ცხედრებიც გვაქვს. დაკარგულებს შორის არის შვიდი თუ რვა ბავშვი. გარდაცვლილებს შორის არ ვიცი, არიან თუ არა ბავშვები", - განაცხადა აზარაშვილმა.

5 აგვისტო - 21:34 გუშინ 2 ადამიანი გამოვიდა კონტაქტზე, რომლებსაც ვეძებდით - მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელი

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის, ლერი ბარაბაშვილის ინფორმაციით, გუშინ 4 აგვისტოს სტიქიის ზონაში კონტაქტი დამყარდა 2 ადამიანთან, რომლებიც მანამდე კავშირზე არ გამოდიოდნენ.

"შანსი ყოველთვის არსებობს. შესაძლებელია, როგორც გუშინ მოხდა, რომ ადამიანებს ვეძებდით ჩვენ და არ გამოდიოდნენ კონტაქტზე ორი ადამიანი გამოვიდა და მაგის იმედი გვაქვს ყოველთვის. იქიდან ვისთანაც კონტაქტს ვერ ვამყარებდით მათთან დამყარდა კონტაქტი", - თქვა ლერი ბარნაბაშვილმა.

5 აგვისტო - 20:51 მაშველებმა შოვში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს

ამ დროისთვის არსებული ოფიციალური ინფორმაციით, შოვში სტიქიას 17 ადამიანი ემსხვერპლა. 20-ზე მეტ ადამიანს ისევ ეძებენ. 

5 აგვისტო - 19:50 შოვში, სტიქიის დროს დაღუპულთაგან ერთ-ერთი რუსეთის მოქალაქეა

ქსენია ტრიჩევას გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექცია ადასტურებს.

5 აგვისტო - 18:38 შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 16-მდე გაიზარდა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის, თემურ მღებრიშვილის ინფორმაციით, 5 აგვისტოს დღის განმავლობაში შოვში, სტიქიის ზონაში 5 ადამიანის ცხედარი იპოვეს. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური ინფორმაციით, რაჭაში სტიქიას 16 ადამიანი ემსხვერპლა, 20-ზე მეტის ძებნა გრძელდება.

5 აგვისტო 18:30 - შოვში დაღუპული 15 ადამიანიდან 7 იდენტიფიცირებულია

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის, თემურ მღებრიშვილის ინფორმაციით, ამ დროისთვის, რაჭაში, სტიქიის ზონაში 15 ადამიანის ცხედარი იპოვეს, მათგან 7 იდენტიფიცირებულია. 20-ზე მეტი ადამიანის ძებნა გრძელდება.

5 აგვისტო - 17:32 - შოვში დაღუპული ალინა პოლიკოვსკა უკრაინის მოქალაქე იყო 

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შოვში, სტიქიის ზონაში ნაპოვნი გარდაცვლილი ქალი  ალინა პოლიკოვსკა უკრაინის მოქალაქე იყო.

ის შოვში ქმართან და სამ შვილთან ერთად იმყოფებოდა. მისი ოჯახის წევრებს მაშველები ამ დრომდე ეძებენ. 

5 აგვისტო - 16:29 - შოვში დაღუპულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა

მაშველებმა შოვში, სტიქისი ზონაში კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური ინფორმაციით, სტიქიას 15 ადამიანი ემსხვერპლა, 20-ზე მეტს ამ დრომდე ეძებენ. 

5 აგვისტო - 16:00 - დაღუპულთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა

მაშველებმა შოვში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. ინფორმაცია "მთავარი არხის" ვებგვერდს შსს-ში დაუდასტურეს. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური ინფორმაციით, რაჭაში სტიქიას 14 ადამიანი ემსხვერპლა. 20-ზე მეტი ადამიანის ძებნა გრძელდება.

5 აგვისტო - 15:15 - დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა

მაშველებმა სტიქიის ზონაში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური ინფორმაციით, რაჭაში სტიქიას 13 ადამიანი ემსხვერპლა, მაშველები 20-ზე მეტ ადამიანს ეძებენ.

5 აგვისტო - 14:43შოვში, სტიქიის შედეგად ერთ-ერთი დაღუპული ნინო კენჭაძეა

შოვში, სტიქიის შედეგად  ერთ-ერთი დაღუპული ნინო კენჭაძეა - ცხედარი მამამ ამოიცნო. ცნობისთვის, ნინო კენჭაძესთან ერთად სტიქიის ზონაში ორი ახალგაზრდა გოგო, გვანცა ბუბაშვილი და სალომე ხეთაგური, იმყოფებოდნენ. მათ შესახებ ამ დრომდე არაფერია ცნობილი. 

5 აგვისტო - 14:15 - შოვში სტიქიის ზონაში ნაპოვნი ალინა პოლიკოვსკას, ეკუთვნის

შოვში, სტიქიის ზონაში ნაპოვნი ერთ-ერთი ცხედარი ზაზა მესხის ცოლს, ალინა პოლიკოვსკას ეკუთვნის. ამის შესახებ ინფორმაციას ზაზა მესხის ყოფილი ცოლი სოციალურ ქსელში ავრცელებს. ალინა პოლიკოვსკასთან ერთად ეძებდნენ მის სამ შვილს და ქმარს, ზაზა მესხს. ამ დროისთვის მათ შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

5 აგვისტო - 12:01 - დაკარგული მოქალაქეების ახლობლები სტიქიის ეპიცენტრში ჩავიყვანეთ - შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, შს მინისტრის მოადგილეები -  იოსებ ჭელიძე, გიორგი ბუთხუზი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი, იმ მოქალაქეების ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან ერთად, რომელთანაც დაკავშირება ამ დრომდე ვერ ხერხდება, სტიქიის ეპიცენტრში ჩაფრინდნენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი