ხელისუფლების მტკიცება, რომ შოვში სტიქია სხვადასხვა მიზეზების ერთობლიობამ გამოიწვია, მცდარია - მთის ამბები

გამოქვეყნდა:

"მთის ამბების" ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი პირების და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების მტკიცება, რომ შოვში სტიქია სხვადასხვა მიზეზის ერთობლიობამ გამოიწვია, არის მცდარი. 

როგორც "მთის ამბები" წერს, მათმა ჯგუფმა ცოტა ხნის წინ დაათვალიერა მდინარე ბუბას და ჭანჭახის ხეობები. მდინარე ჭანჭახი, რომელიც სათავეს მყინვარ ჭანჭახიდან იღებს და მისი შენაკადები, შოვამდე, ბოლო სამი დღის განმავლობაში საერთოდ არ ადიდებულა. 

მათივე ცნობით, შოვის ხევში მომხდარი ტრაგედია ბუბას ხეობაში განვითარებულმა მეწყრულმა პროცესებმა, წყლის დაგუბებამ და ღვარცოფმა გამოიწვია. 

"გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი პირებისა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების მტკიცება, რომ შოვში სტიქია  სხვადასხვა მიზეზის ერთობლიობამ გამოიწვია, მათ შორის, არამხოლოდ ბუბას ადიდებამ, არის მცდარი. 

“მთის ამბების” ჯგუფმა რამდენიმე წუთის წინ დაათვალიერა მდინარე ბუბას და ჭანჭახის ხეობები. მდინარე ჭანჭახი, რომელიც სათავეს მყინვარ ჭანჭახიდან (მამისონის მიდამოები) იღებს და მისი შენაკადები, შოვამდე, ბოლო სამი დღის განმავლობაში საერთოდ არ ადიდებულა. 

ტრაგედია, რომელიც შოვში მოხდა, ბუბას ხეობაში განვითარებულმა მეწყრულმა პროცესმა, წყლის დაგუბებამ და წარმოქმნილმა ღვარცოფმა გამოიწვია. 

დღეს, კიდევ არაერთმა ადგილობრივმა მცხოვრებმა დაგვიდასტურა, რომ მდინარე ბუბასა და მყინვარზე, რომელიც აქტიური ლღობის პროცესშია, სპეციალისტები დაკვირვებას არ აწარმოებდნენ, არც წინასწარი შეტყობინების სისტემები ჰქონდათ დამონტაჟებული, რაც აუცილებელი იყო ამ პროცესების და იმის გათვალისწინებით, რომ ჭანჭახისა და ბუბას შესართავთან კურორტი შოვი იყო, ზაფხულობით ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და ხალხმრავალი ადგილი.

“მთის ამბები” უფრო მეტ და დეტალურ მასალასაც შემოგთავაზებთ", - წერს მთის ამბები.

რაჭაში, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. მაშველები უკვე მესამე დღეა სტიქის ზონაში დაკარგულ 20-ზე მეტ ადამიანს ეძებენ. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური ინფორმაციით, დაღუპულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი