შოვის სტიქიის ზონასთან მისასვლელი დროებითი ხიდი მოეწყო

გამოქვეყნდა:

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, შოვის სტიქიის ზონასთან მისასვლელი დროებითი ხიდი მოეწყო. სრულდება სამანქანო გზის მოწყობაც, რაც ხელს შეუწყობს სამძებრო-სამაშველო ოპერაციის წარმოებას და გრძელდება უშუალოდ სტიქიის ზონასთან მისასვლელი ალტერნატიული გზების გაყვანის სამუშაოები. 

"ამ ეტაპზე, ადგილზე 43 ერთეული ტექნიკა მუშაობს, საიდანაც 15 ერთეული უშუალოდ სტიქიის არეალშია. ამასთან, რამდენიმე ათეული ტექნიკა დაემატება. 3 აგვისტოს, ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 136-ე კმ-ზე არსებული დროებითი სარმის ხიდი და 139-კმ-ზე არსებული ხიდი (შოვი), მთაში მოსული ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდ. ჭანჭახმა წაიღო. გზის აღნიშნულ მონაკვეთებზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა," - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, ონის მუნიციპალიტეტში, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. მაშველები უკვე მესამე დღეა სტიქის ზონაში დაკარგულ 20-ზე მეტ ადამიანს ეძებენ. ამ დროისთვის დადასტურებული ოფიციალური ინფორმაციით, დაღუპულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი