შოვში დაღუპული ალინა პოლიკოვსკა უკრაინის მოქალაქე იყო - ნიკოლენკო

გამოქვეყნდა:

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შოვში, სტიქიის დროს გარდაცვლილი ალინა პოლიკოვსკა უკრაინის მოქალაქე იყო. 

"მისი შვილის ძებნა, რომელიც ასევე ტრაგედიის ადგილას იმყოფებოდა, გრძელდება. უკრაინის საელჩომ საქართველოში დაამყარა კონტაქტი გარდაცვლილის ნათესავებთან და თანამშრომლობს საქართველოს ხელისუფლებასთან ცხედრის რეპატრიაციის მოსამზადებლად. ამასთან, ვამოწმებთ, იყვნენ თუ არა სხვა უკრაინელები სოფელ შოვში", - თქვა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ოლეგ ნიკოლენკომ.

ცნობისთვის, სტიქიის ზონაში ნაპოვნი ერთ-ერთი ცხედარი ალინა პოლიკოვსკას ეკუთვნის. ის შოვში ქმართან და სამ შვილთან ერთად იმყოფებოდა. მისი ოჯახის წევრებს მაშველები ამ დრომდე ეძებენ. 

ამ დროისთვის არსებული ოფიციალური ინფორმაციით, რაჭაში, შოვში სტიქიას 15 ადამიანი ემსხვერპლა. 20-ზე მეტი ადამიანის ძებნა გრძელდება.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი