"შეწყვიტონ არაპროფესიონალებმა არარელევანტური და არაკორექტული განცხადებების გაკეთება" | თეა გოდოლაძე შოვის ტრაგედიაზე

გამოქვეყნდა:

რამ გამოიწვია სტიქია შოვში და შესაძლებელი იყო თუ არა ტრაგედიის თავიდან არიდება? - რამდენიმე საათში გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს გეოლოგების დასკვნა გასაჯაროვდება. უწყების თანამშრომლებმა გუშინ დახურულ კარს მიღმა სამუშაო შეხვედრა გამართეს. 

როგორც სეისმოლოგი თეა გოდოლაძე ამბობს, იმ შემთხვავაში, თუ მონიტორინგის სისტემები გამართული იქნებოდა, სტიქიური უბედურების თავიდან აცილება და სტიქიის მასშტაბების შემცირება შესაძლებელი იყო. თუმცა, მმართველი გუნდის წევრები საპირისპიროს ამტკიცებენ. 

"შეწყვიტონ არაპროფესიონალებმა ამ საკითხისა, ძალიან ვთხოვ, არარელევანტური და არაკორექტული განცხადებების გაკეთებები. 21-ე საუკუნეა და მსოფლიოს აქვს წინასწარი შეტყობინების სისტემები, მეწყრული პროცესებისთვის, კლიმატური პროცესებისათვის, ვულკანური ამოფრქვევებისათვის და ბევრი სტიქიური მოვლენებისათვის, გარდა მიწისძვრისა. ეჭვის აღება და მონიტორინგი, იმიტომ, რომ გლაციალური ტბის ჩამოყალიბებას და შემდეგ გარღვევას დრო უნდა, ერთ წუთში და ორ წუთი არ ხდება," - ამბობს თეა გოდოლაძე.

იხილეთ ასევე:

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი