"სამწუხაროდ, დავაზღვიოთ სტიქია და ეს უბედურება, შეუძლებელია" - კალაძე შოვის ტრაგედიაზე

გამოქვეყნდა:

თბილისი მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ სტიქიისა და უბედურების დაზღვევა შეუძლებელია. მისივე თქმით, შოვი ყველანაირად განადგურებულია და ღვარცოფით არის დაფარული. 

"შეიძლება პირდაპირ ითქვას, რომ შოვი არ არსებობს, განადგურებულია ყველანაირად. ღვარცოფით არის დაფარული. ალბათ, თქვენც გქონდათ შესაძლებლობა გენახათ თუ რა მასშტაბებზეა საუბარი და რამხელა უბედურება დაატყდა საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს რეგიონს და მხარეს. 

სტიქიის და უბედურების აცილება, ნუ, არ ვიცი ეხლა, თქვენ ნახავდით ალბათ კადრებსაც სლოვენიაშიც უდიდესი სტიქია მოხდა. იტალიაში რამოდენიმე თვის წინ ღვარცოფი, წყალმოვარდნა და უდიდესი უბედურება დატრიალდა. სამწუხაროდ, დავაზღვიოთ სტიქია და ეს უბედურება, შეუძლებელია," - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემების მიხედვით, რაჭაში სტიქიიას 18 ადამიანი ემსხვერპლა. ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. მაშველები 17-მდე ადამიანს ჯერ კიდევ ეძებენ. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი