ეტაპობრივად ვაფართოებთ ძებნის პერიმეტრს, გზის დაახლოებით 70% გაყვანილია - მღებრიშვილი

გამოქვეყნდა:

შოვში დამეწყრილი ტერიტორიის  მონახულების შემდეგ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა მედიასთან განაცხადა, რომ სამძებრო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს  და ეტაპობრივად ხდება პერიმეტრის გაფართოებაც. 

თემურ მღებრიშვილის თქმით, ამ ეტაპზე გზის 70%-ია გაყვანილი, რაც აადვილებს სამძებრო სამუშაოების დაჩქარებას. სამძებრო სამუშაოების შედეგად კი დღეს, 6 აგვისტოს ჯერჯერობით,  მხოლოდ ერთი ცხედარი იქნა  ნაპოვნი. 

''დილიდან მოხერხდა მოზარდის ცხედრის ამოსვენება სტიქიის ზონაში გადასვენებულია პროზექტურაში. ამ დროისთვის აქტიურად მიმდინარეობს ძებნა- შველის ღონისძიებები. ეტაპობრივად ვაფართოებთ პერიმეტრს. მიმდინარეობს საძიებო სამუშაოები აქტიურად. ამ ეტაპისთვის ჯერ-ჯერობით მხოლოდ ერთი ცხედარია ნაპოვნი. გზა ბოლომდე ჯერჯერობით მიყვანილი არ არის, თუმცაღა ძირითადი, დაახლოებით გზის  70% გაყვანილია და მიმდინარეობს ამ წუთებშიც გზის გაყვანა.'' -განაცხადა თემურ მღებრიშვილმა 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი