ნატოს სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში შოვში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება:
"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ შოვში მომხდარი ტრაგიკული მეწყერის გამო. გულწრფელი სამძიმარი ნატოსგან ჩვენს ქართველ პარტნიორებს. ჩვენი ფიქრები მსხვერპლებთან და მათ ახლობლებთანაა", - წერია განცხადებაში.
ცნობისთვის, 3 აგვისტოს, კურორტ შოვში მეწყერი ჩამოწვა. მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი. ოფიციალური უწყებების განცხადებით, ამ დროისთვის 16 ადამიანის ეძებენ. სტიქიის ზონიდან, ჯამში 210 ადამიანია გამოყვანილი. მაშველების მიერ ამ დროისთვის 18 ცხედარია ნაპოვნი, მათგან 14 იდენტიფიცირებულია.
ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ისევ გრძელდება. ასევე ნახეთ: