შოვში სტიქიას გენადი სულთანიშვილი ემსხვერპლა

გამოქვეყნდა:

შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულებს შორისაა გენადი სულთანიშვილი. ინფორმაციას ოჯახი სოციალურ ქსელში ადასტურებს. 

გენადი სულთანიშვილი, სოფელ გლოლის მკვიდრი, კოტეჯების სასადილოს მზარეულად მუშაობდა. დაღუპულო იყო  ანსამბლ "ბუბას" წევრი.

9 აგვისტოს მონაცემებით, შოვში, სტიქიის ზონაში, ნაპოვნია ღვარცოფის შედეგად დაღუპული 19 ადამიანის ცხედარი. მათი ნაწილი ამოიცნეს. ოფიციალური უწყებების ცნობით, მაშველები აგრძელებენ დაკარგულად მიჩნეული კიდევ მინიმუმ 13 ადამიანის ძებნას, მათ შორის არიან ბავშვებიც. სტიქიის ზონიდან, ჯამში 210 ადამიანია გამოყვანილი. 

ცნობისთვის, 3 აგვისტოს, კურორტ შოვში მეწყერი ჩამოწვა. მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით დაიწყო.

ფოტო: "მთის ამბების" კადრიდან.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი