შოვში კიდევ ერთი გარდაცვლილის ცხედარი იპოვეს - დაღუპულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა

გამოქვეყნდა:

შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ ერთი გარდაცვლილის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას "მთავარი არხის" ვებგვერდს შინაგან საქმეთა სამინისტროში უდასტურებენ. 

დაღუპულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა. ამ ეტაპზე დამატებითი დეტალები უცნობია. 

9 აგვისტოს მონაცემებით, შოვში, სტიქიის ზონაში, ნაპოვნია ღვარცოფის შედეგად დაღუპული 20 ადამიანის ცხედარი. მათი ნაწილი ამოიცნეს. ოფიციალური უწყებების ცნობით, მაშველები აგრძელებენ დაკარგულად მიჩნეული კიდევ მინიმუმ 13 ადამიანის ძებნას, მათ შორის არიან ბავშვებიც. სტიქიის ზონიდან, ჯამში 210 ადამიანია გამოყვანილი. 

ცნობისთვის, 3 აგვისტოს, კურორტ შოვში მეწყერი ჩამოწვა. მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით დაიწყო.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი