პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა Yandex-ის მეშვეობით მონაცემების დამუშავების კანონიერების შესწავლა დაიწყო

გამოქვეყნდა:

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის განცხადებით, აპლიკაცია "Yandex.Go"-ის მეშვეობით, პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების შესწავლა დაიწყეს. 

"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, სამსახური შესწავლის შედეგების შესახებ დაუყოვნებლივ გაცნობებთ.

ამასთან, მნიშვნელოვანია, ნებისმიერი აპლიკაციის გადმოწერამდე, მოქალაქეები დეტალურად გაეცნონ ინფორმაციას მათ მოწყობილობაში არსებულ რა მონაცემებზე ექნება აპლიკაციას წვდომა და მხოლოდ აღნიშნულის შემდგომ ჩამოტვირთონ ის", - ნათქვამია პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის განცხადებაში. 

ცნობისთვის, დამოუკიდებელმა რუსულენოვანმა მედიასაშუალება "მედუზამ" გაავრცელა ინფორმაცია, რომ მალე რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურს (FSB) მუდმივი და სრული წვდომა ექნება რუსული კომპანია "იანდექსის" ბაზებზე. ეს შეეხება რუსეთის ფარგლებს გარეთ არაერთი ქვეყნის მცხოვრებს, მათ შორის საქართველოდან დარეგისტრირებულ მომხმარებლებსაც.

ასევე ნახეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი