დამოუკიდებელი, რუსულენოვანი მედიის "მედუზის" თანახმად, მალე რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურს (FSB) მუდმივი და სრული წვდომა ექნება რუსული კომპანია "იანდექსის" ბაზებზე. ეს შეეხება რუსეთის ფარგლებს გარეთ არაერთი ქვეყნის მცხოვრებს, მათ შორის საქართველოდან დარეგისტრირებულ მომხმარებლებსაც.
"მედუზა" წერს, რომ ომის მიუხედავად, სერვისი (Yango და Yandex Go) კვლავ მუშაობს მსოფლიოს ოცზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის ისრაელში, ნორვეგიაში, ფინეთში, ბელარუსში, ყაზახეთში, საქართველოში და სომხეთში.
კანონი, რომლის თანახმადაც "ეფესბეს" წვდომა ექნება რუსულ ტაქსის კომპანიათა ბაზებზე ძალაში 1 სექტემბრიდან შედის. ადრე ასეთი მონაცემები მიწოდებული იყო მხოლოდ მოთხოვნის საფუძველზე.
შიდა მიმოწერის მიხედვით, რომელიც გამოცემამ მოიპოვა ირკვევა, რომ მენეჯმენტის წარმომადგენელმა მომხმარებელს განუმარტა - Yandex Go-ს და Yango-ს მონაცემები ინახება რუსეთში, საუბრისას კი თავი აარიდონ მონაცემთა ცენტრების ამჟამინდელი მდებარეობის შესახებ ინფორმაციის ხსენებას.
"მთელი მონაცემთა ბაზა… მდებარეობს რუსეთში. არ არსებობს ფიზიკური და ლოგიკური დაყოფა [საერთაშორისო და რუსულ ნაწილებად]" - ნათქვამია მიმოწერაში.
Yandex-ის ორმა თანამშრომელმა, ანონიმურობის პირობით, დაადასტურა, რომ ტაქსის სერვისის მონაცემები ახლა მხოლოდ რუსულ მონაცემთა ცენტრებში ინახება. სულ სამი მათგანი არსებობს - მოსკოვის, რიაზანის, ვლადიმირის რეგიონებში. კიდევ ერთი ცენტრი სრულდება კალუგაში.
რუსეთის სადაზვერვო სამსახურს შეუძლია Yandex-ის მონაცემებთან მუშაობა ორი გზით. პირველ შემთხვევაში, თანამშრომლებს ექნებათ წვდომა სერვისის მთელი ტრაფიკის ასლზე, მეორეში - მხოლოდ სპეციალურ საკომუნიკაციო არხზე, სადაც აიტვირთება მხოლოდ მომხმარებლის მოგზაურობები FSB-სთვის.
კომპანიის კონფიდენციალურობის პოლიტიკის მიხედვით, Yandex Go-ზე რეგისტრაციისას თქვენ გასცემთ მონაცემებს, როგორიცაა:
Yandex-სა და Yandex Go-ს ასევე მიაქვს ინფორმაცია ელექტრონული მონაცემებზე (HTTP-სათაურები, IP-მისამართი, cookie ფაილები, wi-fi ქსელის მონაცემები და სხვა; გადახდის ბარათის დეტალებზე.