BBC SPORT-ის და DIARIO SPORT-ის ჟურნალისტის გილემ ბალაგეს ცნობით, კრისტიანო რონალდუმ, შესაძლოა, ტურინის "იუვენტუსი" დატოვოს. მთავარ მიზეზად, თუ რატომ შეიძლება უნდოდეს ტურინულ გრანდს რონალდუსთან შელევა, ფეხბურთელის დიდი კონტრაქტი სახელდება.
"იუვენტუსი" სერიოზულად დაზარალდა COVID 19-ის პანდემიის შედეგად და სურს, რომ რონალდუს მრავალმილიონიანი კონტრაქტისაგნ გათავისუფლდეს. ჟურნალისტის თქმით, რონალდუ სხვა გუნდებთან ერთად ბარსელონასაც შესთავაზეს.