წინასწარი შეტყობინების სისტემის თუ არ სჯერათ, მაშინ დევდორაკზე რატომ გვაქვს ნახევარი მლნ გადახდილი | გოდოლაძე

გამოქვეყნდა:

გარემოს დაცვის სააგენტო ამტკიცებს, რომ შოვის ტრაგედიას წინ არ უძღოდა მასშტაბური შეგუბება ალპურ მყინვარზე. უწყებას მიაჩნია, რომ სტიქიური მოვლენის წინასწარ პროგნოზირება შეუძლებელი იყო.

გეოლოგების ნაწილი ამბობს, რომ სააგენტოს დასკვნა მეცნიერულ მტკიცებულებებს მოკლებულია და მხოლოდ იმის წარმოჩენას ისახავს მიზნად, რომ რაიმე სახის პრევენცია ან გამაფრთხილებელი ზომების მიღება შეუძლებელი იყო.

"წინასწარი შეტყობინების სისტემის თუ არ სჯერათ, მაშინ დევდორაკზე რატომ გვაქვს ნახევარი მლნ გადახდილი და გვაქვს წინასწარი შეტყობინების სისტემა, რომელიც უკვე ძალიან საეჭვოა ფუნქციონირებს თუ არა, რას აკეთებენ ამ კუთხით, რატომ გვაქვს ვერეზე დამონტაჟებული წინასწარი შეტყობინების სისტემა. თვითონ, უკვე წინააღმდეგობაში მოდიან იმიტომ, რომ ისინი არიან პასუხისმგებელნი ასეთ საკითხებზე. მათთან მიდის დაფინანსება ამ კუთხით, ამიტომ ცოდოები არიან გარემოს ეროვნული სააგენტოს პროფესიონალები, ვინც იქ სხედან, რადგან არ შეიძლება მსგავსი განცხადებების გაკეთება, როდესაც 62 ჰექტარს ამბობ ყინულის საფარზე.  ეს არის მაკომპრომეტირებელი ზუსტად სამეცნიერო სივრცის. არ შეიძლება აკეთებდეს ამის შესახებ განცხადებას მინისტრის მოადგილე პროფესიით იურისტი", - ამბობს სეისმოლოგი, თეა  გოდოლაძე.

ილიას უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის კონსულტანტი, ზურაბ ჯავახიშვილი ამბობს, რომ არ შეიძლებოდა მდინარე ბუბის წყლის პირად ყოფილიყო კოტეჯები. 

"ყურადღება უნდა მიქცეოდა იმ ფაქტს, რომ ეს ადგილები, როგორც საშიში ზონები, ბუნებრივი კატასტროფების თვალსაზრისით, საშიში ზონებია. ყველგან, ყველა ამას გვეუბნებოდა, ყველა ანგარიშში, თვითონ გეოლოგიური დეპარტამენტის ანგარიშებში წლობით შემოხაზულია ეს არეები. სისტემა რომ ყოფილიყო, ადრეული გაფრთხილების, რა თქმა უნდა, 8 წუთი საკმარისი იქნებოდა, იმიტომ რომ, იმ შემთხვევაში კიდევ, რომ დამსვენებლები ინფორმირებულები უნდა ყოფილიყვნენ შესაძლო ასეთი კატასტროფის შესახებ", - თქვა სეისმოლოგმა, ზურაბ ჯავახიშვილმა.

იხილეთ: 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი