მდინარე ტებენეს ხეობაში საფრთხის დონე დაბალია - გარემოს ეროვნული სააგენტო

გამოქვეყნდა:

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, სააგენტოს სპეციალისტები, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, მუჟავას ადმინისტრაციული ერთეულის მიმდებარედ, მდინარე ტებენეს ხეობაში არსებულ ვითარებას  ადგილზე გაეცნენ.  სპეციალისტების განცხადებით, მდინარე ტებენეს ხეობაში საფრთხის დონე დაბალია.

"გეოლოგებმა და ჰიდროლოგებმა მდინარის ხეობაში გავრცელებული მეწყრული უბანი და დაგუბებაზე არსებული ვითარება შეისწავლეს. სპეციალისტების განცხადებით, მდინარე ტებენეს ხეობაში საფრთხის დონე დაბალია.
მიზეზებთან დაკავშირებულ შესაბამის დასკვნას გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში გაავრცელებს.
რაც შეეხება ტობავარჩხილის ტბისკენ მისასვლელ გზას, გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების შეფასების საფუძველზე შესაბამისი დასკვნა მომზადდება და გავრცელდება." ნათქვამია ინფორმაციაში. 

მუჟავას ადმინისტრაციულ ერთეულში, მდინარე ტებენაზე მეწყერს ჩამოწოლასთან დაკავშირებით წალნჯიხის მუნიციპალიტეტის მერიამ ინფორმაცია 10 აგვისტოს გაავრცელა.'

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი