მდინარე ბუბის კალაპოტში გუშინ ქვათაცვენის ფაქტი დაფიქსირდა, თუმცა ამ ეტაპზე საფრთხის შემცველი არ არის - გარემოს ეროვნული სააგენტო

გამოქვეყნდა:

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მდინარე ბუბის კალაპოტში გუშინ, გვიან ღამით, ქვათაცვენის ფაქტი დაფიქსირდა.

სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ მდ. ბუბისწყლის კალაპოტში მიმდინარეობს სტიქიის თანმდევი პროცესები, რომლებიც ამ ეტაპზე საფრთხის შემცველი არ არის.

"ადგილზე ვითარებას გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები გაეცნენ. აღსანიშნავია, რომ მდ. ბუბისწყლის კალაპოტში მიმდინარეობს სტიქიის თანმდევი პროცესები. მასშტაბური სტიქიების შემდეგ, ასეთი მოვლენები მოსალოდნელი ფაქტია. ამ ეტაპზე, აღნიშნული პროცესები საფრთხის შემცველი არ არის," - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, გუშინ, გვიან ღამით, მდინარე ბუბის კალაპოტში ქვათა ცვენისა და ცუდი ხილვადობის გამო შოვში სამაშველო-სამძებრო სამუშაოები შეწყდა, დღეს დილით კი განახლდა. 

რაჭაში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის დადასტურებული ინფორმაციით, შოვის სტიქიას 24 ადამიანი ემსხვერპლა. 9 პირს კი აქამდე ეძებენ.

ასევე ნახეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი