შოვში, სტიქიის შედეგად დაღუპულთაგან ერთ-ერთი 4 წლის ლუსის დედა, სოფო ბაკურაძეა. ამის შესახებ ინფორმაცია რაჭის Facebook გვერდზე ვრცელდება და ნათქვამია, რომ სტიქიისას დაღუპულებს შორის იდენტიფიცირებულია სოფელ გლოლას მკვიდრი, 23 წლის სოფო ბაკურაძე.
"სტიქიისას დაღუპულებს შორის იდენტიფიცირებულია კიდევ 1 ცხედარი. გლოლას მკვიდრი, 23 წლის სოფო ბაკურაძე.
P.S ჩვენი ლუსის დედა..," - წერს რაჭის Facebook გვერდი.
ლუსის დასახმარებლად არასამთავრობო ორგანიზაცია რაჭის ახალგაზრდულ ასამბლეას ანგარიში აქვს გახსნილი:
შეგახსენებთ, რაჭაში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის დადასტურებული მონაცემებით, შოვის სტიქიას 24 ადამიანი ემსხვერპლა. 9 ადამიანი კი კვლავ დაკარგულად მიიჩნევა. დაკარგულებსა და დაღუპულებს შორის არიან ბავშვები. სტიქიის ზონიდან, ჯამში 210 ადამიანია ევაკუირებული.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლითაა დაწყებული.