სიონის წყალსაცავზე 15 წლის ბიჭის დახრჩობის შემდეგ დამატებით გამაფრთხილებელი ნიშნები დაამონტაჟეს

გამოქვეყნდა:

სიონის წყალსაცავზე, სადაც გუშინ 15 წლის ბიჭი დაიხრჩო, დღეს დამატებითი გამაფრთხილებელი ნიშნები დაამონტაჟეს. მედიას ამის შესახებ ადგილობრივები უყვებიან. დღეს წყალსაცავზე ისევ იყო ხალხმრავლობა, თუმცა ტერიტორიაზე ისევ არ არიან მაშველები.

პოლიცია და სასწრაფო შემთხვევის ადგილზე დაახლოებით 25 წუთის დაგვიანებით მივიდა, თუმცა მათ უკვე ვერაფრის გაკეთება ვერ შეძლეს. მყვინთავები ადგილზე თბილისიდან ჩავიდნენ, რის შემდეგაც მოზარდის ცხედარი ამოასვენეს.

დამსვენებლები ფიქრობენ, რომ მაშველები გუშინ შემთხვევის ადგილზე რომ ყოფილიყო, მოზარდს უშველიდნენ.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი