"სტიქიის ეპიცენტრში გადამოწმება და ძებნა-შველის ღონისძიების სამუშაოები ფაქტიურად დღეს დავასრულეთ" | მღებრიშვილი

გამოქვეყნდა:

საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა, შოვში სტიქიის მე-14 დღე შეაჯამა. აღნიშნა, რომ სტიქიის ეპიცენტრში ძებნა-შველის ღონისძიებები მხოლოდ რამოდენიმე პატარა ფრაგმენტზე დარჩათ და ამ ადგილას სამძებრო სამუშაოები სავარაუდოდ ხვალ დასრულდება. 

''ფაქტიურად დღეს ჩვენ დავასრულეთ სტიქიის ეპიცენტრში გადამოწმება, ძებნა-შველის ღონისძიების კუთხით სამუშაოები. დარჩენილი გვაქვს სულ რამოდენიმე პატარა ფრაგმენტი ტერიტორიის, რომელზეც მძიმე ტექნიკა ვერ ახერხებდა შესვლას და დღეს ღამის განმავლობაში გავაგრძელებთ ამ მიმართულებით და სავარაუდოდ ხვალ დავასრულებთ'', - თქვა მღებრიშვილმა. 

შეგახსენებთ, რაჭაში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის დადასტურებული მონაცემებით, შოვის სტიქიას 26 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 24 იდენტიფიცირებულია. ეძებენ მინიმუმ 7 ადამიანს. დაკარგულებსა და დაღუპულებს შორის არიან ბავშვები. სტიქიის ზონიდან, ჯამში 210 ადამიანია ევაკუირებული. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლითაა დაწყებული. 

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი