შოვში დაღუპულთა რაოდენობა 27-მდე გაიზარდა

გამოქვეყნდა:

შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 27-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში დაგვიდასტურეს. ამ დროისთვის დამატებითი დეტალები უცნობია.

შეგახსენებთ, რაჭაში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის დადასტურებული მონაცემებით, 27 დაღუპულიდან 23 იდენტიფიცირებულია. ეძებენ მინიმუმ 6 ადამიანს. დაკარგულებსა და დაღუპულებს შორის არიან ბავშვები. სტიქიის ზონიდან, ჯამში 210 ადამიანია ევაკუირებული. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლითაა დაწყებული.  

მთავარი 08:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი